» » სოფო ნიჟარაძის კომენტარი სააკაშვილის დაკავებაზე - "ძალიან არ მსიამოვნებს, რომ ..."
loading...

სოფო ნიჟარაძის კომენტარი სააკაშვილის დაკავებაზე - "ძალიან არ მსიამოვნებს, რომ ..."

სოფო ნიჟარაძემ "იბერიას" ეთერში, გიორგი გასვიანთან სტუმრობისას, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.

"რა თქმა უნდა, მე არ ვარ პოლიტიკური შემფასებელი და ექსპერტი, მაგრამ შემიძლია მოქალაქეობრივი პოზიცია დაფავიქსირო. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ძალიან არ მსიამოვნებს, რომ ჩვენს პრეზიდენტს, და გვინდა თუ არა, ის ყველას გვეკვეთება, ასე ექცევიან. ეს არის პოლიტიკური ოპონენტებისადმი ძალადობრივი ქმედება, რაც ცუდია უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც. გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან კრიმინალური და ბნელი ქვეყნისგან გააკეთეს კარგი ქვეყანა… სხვათა შორის, არასდროს მისაუბრია პოლიტიკაზე და ზოგადად, არ მიყვარს პოლიტიკაზე საუბარი, თუმცა არსებობს მოვლენები, რომლებსაც აუცილებლად უნდა გამოეხმაურო, როგორც შენი ქვეყნის ერთ-ერთი გულშემატკივარი და მოქალაქე…
ეს ძალიან დიდი პოლიტიკური პროცესია, რასაც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ვადევნებ თვალს ამდენი ხნის განმავლობაში. არ მაქვს უფლება, ჩემი დასკვნები ვაკეთო, მაგრამ ჩემი შეხედულებით, ეს არის პოლიტიკური ოპონენტის დევნა, რომ არ მიეცეს უფლება პოლიტიკური მოღვაწეობის. უფრო ჩახედული ამ საკითხში არ ვარ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები… ძალიან საინტერესო და დაძაბულია…"

კითხვაზე, რატომ გაქრა მთავარი სცენიდან მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, სოფომ უპასუხა:
"ხელისუფლებას ჰქონდა დამოკიდებულება, რომ დისტანცია დაეკავებინა იმ ადამიანებთან, ვინც რაღაცნაირად, მათი აზრით, უკავშირდებოდა წინა ხელისუფლებას. დისტანცირება კი არა, ეს იყო სრული დაბლოკვა. ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას – არა. ძალიან დიდ მომღერლებზე ამბობენ, კარგია, მაგრამ ჩემს გემოვნებაში არ ჯდებაო. არც ვცდილობ, რომ ყველას მოვწონდე. ასე აღვიქვამდი, რომ ვიყავი დაბლოკილი, მაგრამ არა უშავდა… პირდაპირ ვიტყვი, რუსა მორჩილაძე განმერიდა, როცა კულტურის სამსახურში დაინიშნა, რომ ალბათ, პრობლემები არ შექმნოდა, აღმოჩნდა, რომ ეს სულაც არ არის პრობლემა…"

წყარო: digest.pia.geшаблоны для dle 11.2
loading...


სხვა ვიდეოები
"ამ ვიდეოს ცუდი გამოხმაურება მოჰყვა..." - ინტერნეტ ბულინგის მსხვერპლი გოგო, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები X ფაქტორში დაამტკიცა
48 წლის ჯენიფერ ლოპესი ახალ კლიპში ნახევრად შიშველი გამოჩნდა (ვიდეო)
48 წლის ჯენიფერ ლოპესი ახალ კლიპში ნახევრად შიშველი გამოჩნდა (ვიდეო)
"ხო არ გამო****დი" - გინდა ჩემთან სექსი? რას პასუხობენ ქართველი გოგოები [ვიდეო]
მიხეილ სააკაშვილის "ნაშები" და ფავორიტები
მიხეილ სააკაშვილის
ორსულმა გოგომ თავის მუცელს ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა - გაინტერესებთ მიზეზი?
ორსულმა გოგომ თავის მუცელს ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა - გაინტერესებთ მიზეზი?
კოდუას შეყვარებული სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
კოდუას შეყვარებული სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
"მეხვეწებოდა, ცოლად გამომყევი, ყველაფერი შენთვის მინდაო, უარი ვუთხარი" – სოფო ნიჟარაძის გულახდილი ინტერვიუ
Загрузка...
Girl in a jacket
12-02-18 11 547 31:06


მსგავსი ვიდეოები:
კომეტარები:
loading...

რეკლამა საიტზე

კონტაქტი საიტის ადმინისტრაციასთან

E-mail: vishekozirebi@gmail.com
© 2017 «videoebi.com».